MeWay

მანქანის ქირაობა ახლებურად

იქირავე ავტომობილი სრულიად ონლაინ, პირდაპირ მფლობელისგან

სად

მოძებნე მდებარეობა

პოპულარული

მძღოლით

ბიუჯეტური

ჯიპი

პრემიუმი

იქირავე მანქანა სწრაფად და მარტივად

შეარჩიე სასურველი მანქანა სულ რამდენიმე წუთში, დაჯავშნე ონლაინ უსაფრთხოდ და გაუდექი გზას ახალი თავგადასავლებისკენ.

შეარჩიე სასურველი მანქანა
1

შეარჩიე სასურველი მანქანა

მიუთითე სასურველი დრო და ადგილი. გამოიყენე ფილტრები და იპოვე იდეალური ვარიანტი შენი გეგმებისთვის - იქნება ეს კომპაქტური მანქანა ქალაქისთვის თუ გამძლე SUV მთაში თავგადასავლებისთვის. დაჯავშნე სწრაფად და გადაიხადე უსაფრთხოდ.

დაელოდე დადასტურებას
2

დაელოდე დადასტურებას

ჯავშნის გაგზავნის შემდეგ გამქირავებელს 2 საათი აქვს მის დასადასტურებლად. დაჯავშნისთანავე ერთმანეთთან დაკავშირებას ჩატით ან ტელეფონზე დარეკვით შეძლებთ. დადასტურებამდე თანხა მხოლოდ იბლოკება, ხოლო თუ ჯავშანი არ დადასტურდა, თანხა მომენტალურად დაგიბრუნდება ანგარიშზე. ჯავშნის გაუქმება უფასოა მგზავრობის დაწყებამდე 24 საათით ადრე.

დაიწყე თავგადასავალი
3

დაიწყე თავგადასავალი

დადასტურების შემდეგ, მანქანა მითითებულ დროსა და ადგილას დაგხვდება. გამქირავებელთან ერთად გადაამოწმე ავტომობილის მდგომარეობა და მშვიდად დაიწყე მოგზაურობა. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში იცოდე, რომ ჩვენი მხარდაჭერის გუნდი მუდამ შენს გვერდითაა. მართე უსაფრთხოდ და გაუფრთხილდი სხვის ქონებას!

დააბრუნე და შეაფასე
4

დააბრუნე და შეაფასე

დააბრუნე მანქანა შეთანხმებულ დროს და ადგილას. დაბლოკილი თანხა გამქირავებლის ანგარიშზე მხოლოდ ამის შემდეგ გადაირიცხება. შეაფასე მიღებული გამოცდილება და გაუზიარე შთაბეჭდილებები სხვებს - ეს გვეხმარება, რომ პლატფორმა კიდევ უფრო სანდო და კომფორტული გავხადოთ.